ბათუმის ბაღებში პროდუქტის გაცემა დაიწყო. მშობლებს საშუალება აქვთ მიაკითხონ იმ საბავშვო ბაღს, სადაც შვილი დაჰყავს და მიიღოს საკვები, რომელიც მთელი თვის განმავლობაში იყო გათვალისწინებული აღსაზრდელებისთვის.
ბაღების გაერთიანებამ არამალფუჭებადი პროდუქტი შეფუთა და ბაღების ეზოებში განათავსა. სამედიცინო რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს და მშობლებს მოუწოდებენ მიაკითხონ პროდუქტს.