ხალხმრავლობა იყო ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, რომელიც სასულიერო გიმნაზიაში მდებარეობს.
მრევლი საკვირაო წირვას თავდაპირველად ეკლესიაში ესწრებოდა, სატელევიზო კამერების გამოჩენის შემდეგ კი, შეკრებილებს სასულიერო პირებმა მოუწოდეს, დისტანცია დაეცვათ და ეზოში გასულიყვნენ.