პოლიციამ იძულებით კარანტინში კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანა

22 მარტი 2020, 11:33 1322 ნახვა

ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი