ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინე ზონიდან ორი პირი შეიყვანეს - ზაალ მიქელაძე

21 მარტი 2020, 21:21 4142 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, რეგიონში დღეს დადასტურებული კიდევ ერთი შემთხვევა იმპორტირებულია. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინე ზონიდან პირველივე სიმპტომების დაფიქსირებისთანავე შეიყვანეს. ზაალ მიქელაძის განმარტებით, დღეს საღამოს ​საკარანტინე ზონიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი გადაიყვანეს.

"ქვეყანაში უკვე გვაქვს 49 დადასტურებული შემთხვევა და მათ შორის ერთი შემთხვევა დაგვემატა აჭარაში. ბოლო 24 საათის მანძილზე შეყვანილი იყო 4 მოქალაქე ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში მათგან სამი არ იქნა დადასტურებული და ერთი შემთხვევა არის დადებითი პასუხი, ესეც უკავშირდება იმპორტირებულ ქვეყნის გარეთ შემოსულ შემთხვევას, რომელიც იყო გად. კვაყვანილი საკარანტინე ზონაში და პირველივე სიმპტომი ამ შემთხვევაშიც ტემპერატურის მატება იყო 37. 2ლევის შედეგად მას დაუდასტურდა ინფექცია.

ახლა მაცნობეს კიდევ ორი პაციენტია საკარანტინე ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი. როგორც ყოველთვის ვამბობ ეს არის მუდმივი პროცესი რომ მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც არის კარანტინში თუ თვითიზოლაციაში პირველივე ნიშნების შემთხვევაში შესაბამისი ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ გადაყვანილი იქნეს კლინიკურ საავადმყოფოში. ინფექციური საავადმყოფო თავიდანვე იყო გაშლილი 32 საწოლზე თავისი ბოქსირებული და ნახევრად ბოქსირებლი პალატებით ასე რომ ის არის 35 საწოლზე გათვლილი კლინიკა. თუ ჩვენ გადავედით გავრცელების ეტაპზე და თუ საგანგებო მდგომარეობაა"- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში