რამდენიმე წუთის წინ საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის ოქმი გამოაქვეყნა. ოქმში აღნიშნულია რომ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე.
ილია II-მ აღნიშნა, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა.
''ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება'' - ილია მეორე.