ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭს უყრიან. პროცედურის მიხედვით, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის წარმომადგენლები გააცნობენ ბრძანებულებას, რომელსაც ხელს აწერენ როგორც პრეზიდენტი, ასევე, პრემიერ-მინისტრი. ამის შემდეგ, ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.
ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს უჭერენ როგორც ქართული ოცნების, ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.