საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

21 მარტი 2020, 15:09 3398 ნახვა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა.

"იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა გამოსცა დეკრეტი, რომლის თანახმადაც საგანგებო რეჟიმის მოქმედების პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე იზღუდება მთელი რიგი უფლებები, მათ შორის შეკრების, გადაადგილების, თავშეყრის, მიმოსვლის უფლება. დეკრეტით გათვალისწინებულია წესრიგის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სანქციები.

საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი