დეკანოზი გაწირეთ სიკვდილისთვის?! - პროტესტისაპატრიაქროსთან

20 მარტი 2020, 11:32 2090 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოში, 12:00 საათზე სინოდის სხდომაა ჩანიშნული. სხდომის დაწყებამდე, საპატრიარქოს წინ, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ძმა - თორნიკე მამალაძე მივიდა ტრანსპარანტით: "დეკანოზი გაწირეთ სიკვდილისთვის"? 

"ვირუსთან დაკავშირებით აპირებენ მეუფეებმა იმსჯელონ  სინოდის სხდომაზე, მაგრამ მე მათ მოვუწოდებ და მინდა იმსჯელონ იმ ვირუსზეც, რომელიც წლებია საპატრიარქოში არსებობს და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ. ეს ეხება იმ მძიმე დანაშაულებს, რომელსაც ჩადიან და არაერთგზის გახმოვანებულა მეუფეების მიერ,"  - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

მისი მტკიცებით, სასამართლომ იცის, რომ გიორგი მამალაძე არ სიმულანტობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მაინც დატოვა ის საპატიმროში. ფიქრობს, რომ მოსამართლემ პატრიარქის დავალება შეასრულა, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არ შეიწყალა გიორგი მამალაძე. "საპატრიარქოდანვე ვიცი, რომ მოსამართლე პატრიარქთან იმყოფებოდა შეხვედრაზე" - ამბობს დეკანოზის ძმა. 

17 მარტს, გიორგი მამალაძეს მოსამართლემ სასჯელი არ შეუმსუბუქა და იგი პატიმრობაში დარჩა - პროცესი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  გაიმართა.

საპატრიარქომ კი, 16 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საპატრიარქო მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებას ან სხვა სახით შეღავათის მიცემას ემხრობოდა. 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი