ხულოს მედპუნქტებისთვის 80 ცალ თერმომეტსა და 500 ცალ გადასხმის სისტემას ყიდულობენ - COVID 19-ის პრევენცია

17 მარტი 2020, 12:23 2615 ნახვა

ხულოს სოციალური სერვისები ეპიდსიტუაციის გათვალიწინებით სამედიცინო ინვენტარს იმარაგებს. ხულოს მედპუნქტებისთვის, გამარტივებული ტენდერით 80 ცალ შუშის თერმომეტრს იყიდიან, რომლის საცალო ღირებულება 2.30 თეთრია. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დისტანციური თერმომეტრების შესყიდვა არ იგეგმება. 

500 ცალი გადასხმის სისტემისთვის 750 ლარს გადაიხდიან. 120 გლუკომეტრისა და ტესტის ჩხირისთვის 4320 ლარია გამოყოფილი, ხოლო 10 წნევის აპარატსა და 5000 შპადელსთვის 700 ლარს დახარჯავენ. შესყიდვის მიზანი, განმარტებითი ბარათის მიხედვით, სოფლის ექიმებისა და თემის სამედიცინო პუნქტების სახარჯი მასალების მომარაგებაა. ამ დროისთვის სოფლის ამბულატორიებში აღნიშნული სამედიცინო ნივთების მარაგი არ აქვთ.

სოციალური სერვისცენტრში ამბობენ, რომ გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია შეიქმნა. განმარტებით ბარათში წერია, რომ არსებული ვითარების წინასწარ განსაზღვრა ვერ მოხდებოდა.

"ვინაიდან კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების დასრულება დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან და მოსახლეობა, რომლებიც ყოველთვიურად ღებულობდა მათთვის საჭირო სახარჯ მასალებს, ისინი ვერ შეძლებენ დროულად მიღებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მოსახლეობისთვის მისაწოდებელი სახარჯი მასალების შესყიდვის მიზნით წინასწარ გავაფორმოთ ხელშეკრულება,"- წერია განმარტებით ბარათში.

მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით ჯამში სერვისცენტრი 6 დასახელების 5725 რაოდენობის სამედიცინო მოწყობილობებს ყიდულობს, რომელთა ღირებულებაც 6779 ლარია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი