აქცია აჭარის მთავრობასთან-განთიადის მოსახლეობა კომპენსაციებს ითხოვს, ამბობენ რომ მათ კუთვნილ მიწებზე ავტობანი გადის სახელმწიფო კი მიწის მესაკუთრეებს ერთ კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 39 ლარს უხდის, რაც მოსახლეობისთვის არარეალური ფასია. ადგილობრივები ხელისუფლებისგან თანხის გაზარდოს ითხოვენ. აქციაზე შეკრებილებთან აჭარის მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი მივიდა, მან სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოსახლეობას განუმარტა, რომ აჭარის მთავრობას მხოლოდ მედიატორის როლი აქვს. უახლოეს დღეებში კი განთიადში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავლენ და მოსახლეობის პრეტენზიებს ხელახლა შეისწავლიან.