კორონავირუსთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის საგანგებო თათბირი გაიმართა თავდაცვის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის საშუალებით სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა სხვადასხვა ქვედანაყოფის, მათ შორის ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ სამხედრო ექიმებს ვირუსის გავრცელების შესახებ, განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. ექიმებმა პრევენციის ზომების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებებიც მიიღეს.