პარლამენტი დისტანციურ სისტემაზე გადასვლის საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს

16 მარტი 2020, 14:00 1276 ნახვა

არ არის გამორიცხული ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები დისტანციური რეჟიმით წარიმართოს. პარლამენტის დისტანცირებულ მუშაობაზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რეგლამენტში ასასახად ცვლილებები უკვე ინიცირებულია, საკანონმდებლო ორგანო მას  დაჩქარებული წესით განიხილავს.

რაც შეეხება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას,  ხელისუფლების წევრების თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში ყველა ზომა იქნება მიღებული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი