სასტუმროები და რესტორნები - 18 000 კომპანია გადასახადებიდან გათავისუფლდება - გიორგი გახარია

13 მარტი 2020, 14:04 2698 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზიანის შესარბილებლად და ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, მათ საგადასახადო გადასახადები ივნისის ჩათვლით გადაუვადდებათ. მთავრობა

შეღავათები ტურიზმთან დაკავშირებულ რამდენიმე დარგში დასაქმებულ კომპანიებს. 

პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მსოფლიოში გამოცხადებული პანდემია მნიშვნელოვნად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე და საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ეს დარტყმა ეკონომიკაზე შეარბილოს. 

ხელისუფლება თვლის, რომ ყველაზე მეტად პანდემია დააზარალებს ტურიზმის სფეროს და იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ.  

"ყველა კომპანიას, რომელსაც ექნება საჭიროება საბანკო სექტორი უზრუნველყოფს სესხების რესტრუქტურიზაციას. ამით 100 მილიონ ფინანსურ რესურსს დავტოვებთ ტურისტულ კომპანიებს. მოქალაქეებს სამი თვის განმავლობაში გათავისუფლებულები იქნებიან სასეხო ვალდებულებებისგან. 

რაც შეეხება მთავრობას, ამ ეტაპზე ტურისტულ კომპანიებს - ქონების და საშემოსავლო გადასახადებს 4 თვით, მარტიდან-ივნისის ჩათვლის გაუუქმდებათ. ჯამში, 18 ათას კომპანიას და 50 000 დასაქმებულ პირს" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, "ღონისძიებები და ნაბიჯები იყო გადადგმული მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და მეორე გამოწვევაა ეკონომიკა. ჩვენი მიზანია, რომ ეს გავლენა მინიმალურად აისახოს ეკონომიკაზე, რომელიც აუცილებლად იქნება. 

საკოორდინაციო კომისია ყოველდღიურად მუშაობს და ამ ჯგუფის ფარგლებში მიიღო ეს გადაწყვეტილებები, რომელიც კარგადაა ცნობილი- გამკაცრდა ზომები საზღვრებზე, თვითიზოლაციის პროცესზე, შეჩერდა სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა, აიკრძალა თავშეყრის ადგილების შეკრებაზე კონტროლი და შეიზღუდა ჯარში გაწვევა.  ჩვენ უნდა შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის შეჩერება და მნიშვნელოვანია ამ ღინისძიებების  შესრულება. 

თუმცა, გარდა ჯანმრთელობისა პირველი დარტყმა კომერციული სექტორს მიადგება, ეს არის ტურიზმი. ჩვენი მიზანია, რომ მივეხმაროთ ამ სექტორს, რომ რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი დავუტოვოთ". 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი