გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

11 მარტი 2020, 13:02 2556 ნახვა

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. იური ნოზაძე იმ 23 პირს შორისაა, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდათ. 

ინფიცირებულია მისი ვაჟიც. 

მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, პირველი კვლევის შედეგმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.  ვირუსი კი მხოლოდ განმეორებითი ტესტის დროს გამოჩნდა. 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უწყების თანამშრომლები რისკის ქვეშ არ არიან. 

''საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19.

გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი