ვინ უხელმძღვანელებს იუსტიციის საბჭოს? - მოსამართლეები კონსულტაციებს გადიან

10 მარტი 2020, 15:42 1903 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დღეს შეარჩევს. კონსულტაციას უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან ამ წუთებში უნდა დაიწყოს. 

ერთ საათში კი, საბჭოს წევრები საკანონმდებლო ორგანოსთვის წარსადგენ ერთ კანდიდატს მოსამართლეთა შემადგენლობიდან შეარჩევენ. პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოს შემდეგ არის ვაკანტური, როცა ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კონსულტაცია ამ საკითხზე კანონდარღვევაა.

საეჭვო პროცესად მიიჩნია კონსულტაციები EMC-იმ, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: "იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 9 მარტს, რამდენიმეკვირიანი შუალედის შემდეგ გამართულ სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პარლამენტისთვის წარდგენასთან დაკავშირებით იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ წინასწარ გამოქვეყნებულ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი არ იყო მითითებული და საზოგადოებას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ 9 მარტის სხომაზე მოხდებოდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა. ეს იმ ფონზე, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული მართლმსაჯულებისათვის და ამ საკითხზე ბუნებრივად არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი.

EMC-ს შეფასებით, პროცედურა არ ტოვებს სანდოობის განცდას, ვინაიდან კონსულტაციისთვის განსაზღვრული ერთსაათიანი ვადა ობიექტურად ვერ იქნება საკმარისი უზენაესი სასამართლოს 24 მოსამართლისა და საბჭოს წევრებს შორის სათანადო მსჯელობის წარმართვისთვის. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციას ფორმალური ხასიათი აქვს და საბჭოს მიზანი რეალური დისკუსიის წარმართვა არ არის. ასევე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის პირობებში, კონსულტაციების დახურულ ფორმატში წარმართვა უარყოფითად აისახება პროცესის მიმართ სანდოობაზე".

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი