15 დღიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ბრუნდებიან - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
მეზღვაურები ბათუმის აეროპორტში რამდენიმე საათში ჩამოფრინდებიან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეზღვაურებს, რომლებიც 6 მარტს გაათავისუფლეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ და სხვა საჭირო პროცედურებიც გაიარეს.
თამარ იოსელიანის განცხადებით, გემთმფლობელმა მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად ყველაფერი გააკეთა. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მეზღვაურებს საქართველოში თავად ჩამოიყვანენ.
9 მეზღვაური, მათ შორის 4 ქართველი, აფრიკის სანაპიროსთან 20 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ALPINE PENELOPE-ზე მეკობრეების თავდასხმის შედეგად დაატყვევეს.