კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის მშენებლობაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა

10 მარტი 2020, 13:19 1435 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს.

უწყების ცნობითვე, ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდება. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო 5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 

გოდერძიმდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უკვე მე-4 წელია ცდილობს ხელისუფლება. მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა, ჯერ ტენდერის გამოცხადდება დაგვიანდა, შემდეგ კი პირობების დარღვევის გამო პროექტი შეწყდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ტოდინთან ხელშეკრულება შეწყვიტა, მიზეზი პირობები შეუსრულებლობა გახდა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი