ნატოს შტაბბინაში მომუშავე პირს კორონავირუსი დაუდგინდა 

09 მარტი 2020, 15:22 2176 ნახვა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. 

„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მომუშავე ალიანსის ერთ თანამშრომელს COVID-19-ის ტესტზე პოზიტიური შედეგი აქვს“, – აღნიშნულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, ინფიცირებული ბრიუსელში ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავიდა, სადაც შვებულებას ატარებდა. ინფიცირებულის თანამშრომლები შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შტაბბინაში პრევენციული ზომები გატარდა, დროებით შეწყდა მივლინებები, თანამშრომლებს სახლებიდან მუშაობის ნება დართეს, შტაბბინაში კი, ვიზიტორების მიღება დროებით შეჩერდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში