საიას კვლევა - ადრესატების პასუხი

21 სექტემბერი 2016, 00:00 3487 ნახვა

საია-ს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან. გორის მაჟორიტარობის კანდიდატი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია შეწყდეს სუსის შანტაჟი და არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ფაქტების იდენტიფიცირების შემთხვევაში რეაგირებისთვის  მზად არის. 

ამავე კატეგორიაში