ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მშენებლობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგაც არ გახსნილა. 22 მილიონ 172 764 ლარიანი კონტრაქტი ''საბა კონტრაქშენთან'' 2016 წელს გაფორმდა, ობიექტი კი სამინისტრომ 2020 წელს ჩაიბარა.
შენობა, რომ ჩაბარებულია ამის შესახებ დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს უთხრა.
ზაალ მიქელაძის განცხადებით, შენობამ ექსპერტიზის პროცესი გაიარა. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული ვადები, როდის მოხდება კლინიკის შესაბამისად მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, ასევე საწოლებითა და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ საავადმყოფო სახელმწიფოს ბალანსზე დარჩება, მისი გასხვისება არ იგეგმება, თუმცა არც ის დაუანონსებია, რომ თუნდაც 2021 წლის ბიუჯეტში მაინც მოხდება საავადმყოფოსთვის საჭირო თანხების გათვალისწინება.
ამ დრომდე ექიმები პაციენტებს, როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ მომსახურებას ძველ შენობაში უწევენ, რომელიც არცერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
მედპერსონალი თვეების განმავლობაში საუბრობდა, რომ ხელისუფლება კლინიკის გასხვისებას გეგმავდა. იმართებოდა საპროტესტო აქციები, მედიკოსების ნაწილმა, პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობასაც კი მიმართა.