დაუსრულებელი მოლოდინი 

12 ოქტომბერი 2019, 20:40 2203 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი, ისევ გაურკვეველია. კლინიკისთვის შეუფერებელი მდგომარეობის გამო, იქ მისული ადამიანების შემდეგ, თვითონ მედპერსონალიც ალაპარაკდა.

მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოსთვის საჭირო ახალი შენობის მშენებლობა, ორი წლის წინ დასრულებულიყო, ის  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ამ დრომდე არ ჩაბარებია.

ვადების გადაწევას, მედპერსონალის ერთი ნაწილი, ხელისუფლების მიერ ახალი შენობის გასხვისების სურვილს უკავშირებენ და პაციენტებს, ფაქტობრივად საველე პირობებში ემსახურებიან.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში