იტალიაში მგზავრობისგან თავი შეიკავეთ - საგარეო საქმეთა სამინისტრო

02 მარტი 2020, 11:06 1355 ნახვა

იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები.  

საგარეო უწყება, იტალიაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქალაქ რომში ცხელ ხაზზე  +333 8879123.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში