''დინამომ'' ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩი შავი სამკლავურით ითამაშა

01 მარტი 2020, 12:21 1911 ნახვა

2020 წლის ეროვნული ლიგის  პირველ   ტურში  ბათუმის „დინამომ“ ანგისის   საფეხბურთო ბაზაზე თბილისსი „მერანს“ უმასპინძლა. მატჩი   ანგარიშით  0:0 დასრულდა.   მასპინძლები მთელი  შეხვედრის განმავლობაში  დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმართა მეკარემ  რევაზ თევდორაძემ კარის მშრალად  შენახვა მოახერხა და „მერანს“ სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი 1 ქულა მოუტანა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას  8 მარტს,  სტუმრად  თბილისის  „დინამოს“ წინააღმდეგ  გამართავს.

ანგისის  საფეხბურთო ბაზას და ბათუმელთა  გუნდის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ჯონი ბაკურიძის სახელი მიენიჭა.  მისი ხსოვნის  პატივსაცემად ''დინამომ'' ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩი, შავი სამკლავურით ითამაშა. ჯონი  ბაკურიძე ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი