სეირან ბაროიანის გამოფენა

28 თებერვალი 2020, 10:06 2336 ნახვა

„წამი , რომელიც სიცოცხლეზე მეტია“ - აჭარის ხელოვნების მუზეუმში სეირან ბაროიანის პერსონალური გამოფენა გაიმართა. იგი  ხელოვანის შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის საქმიანობას მიეძღვნა.  გამოფენაზე წარმოდგენილია  სხვადასხვა დროს გადაღებული მხატვრული ფოტონამუშევრები.  

ცნობილი ფოტოხელოვანი სეირან ბაროიანი აჭარის ტელევიზიიის გახსნის პირველივე დღიდან ფოტოკორესპონდენტად და ოპერატორად მუშაობდა. იყო გაზეთ აჭარის ფოტოკორესპოდენტიც. მისი ავტორობით გამოცემულია ორი ფოტოალბომი აჭარის შესახებ. დაარქივებული აქვს  დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ფოტომასალა  აჭარის ისტორიის შესახებ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი