ბათუმის მზაობა ვირუსისთვის - ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ბოქსირებული განყოფილება ბათუმშია

27 თებერვალი 2020, 20:18 2221 ნახვა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის ცნობით, ასეთი ტიპის ვირუსი ადამიანებში აქამდე არასდროს გამოვლენილა. მეცნიერების აზრით გავრცელების მთავარი წყარო, დიდი ალბათობით, ცხოველია. ძირითადი მახასიათებლებია  ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. რისკჯგუფში არიან უფროსი ასაკის და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. ამ ეტაპზე არ იგეგმება სწავლის შეწყვეტა სკოლებში, პრევენციისთვის განათლების სამინისტრო სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების მზაობას - კორონა ვირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად  თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის საავადმყოფოებია მზად. „რადიო თავისუფლების“ ცნობით 500 ინფექციური საწოლი და საჭიროების შემთხვევაში ჯამში 1400-მდე განთავსების ადგილი, ბოქსირებული პალატების ჩათვლით. მთავარი სიმპტომბი, მთავარი რეკომენდაციები და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მზაობა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი