ირანის ვიცე-პრეზიდენტი კორონავირუსით დაავადდა

27 თებერვალი 2020, 18:13 1809 ნახვა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ირანის რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.  ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმ ებტეკარმა ტესტის ჩატარება გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტა. პასუხი კი,  დადებითი აღმოჩნდა.

უახლესი ინფორმაციით, ირანში ახალი კორონავირუსით 245 ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 26.

საქართველო-ირანს შორის მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდა, გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ გუშინ მიიღო. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა 50 წლის მამაკაცს, რომელიც ირანში მოგზაურობდა. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი