კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში, არსებული ვითარება და რეკომენდაციები - ამ საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საბჭოს ხელმძღვანელობას კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ყოველდღიური ინფორმირებულობა დაავალა. გიორგი გახარიას თქმით, შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც იმუშავებს ყველა უწყება და ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.