ნინო ხაჟომიამ ჟურნალისტი და ოპერატორი ინტერვიუს გაუფრთხილებლად ჩაწერაში დაადანაშაულა

27 თებერვალი 2020, 11:42 2839 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის რეპორტიორი თეონა ხარაბაძე და ოპერატორი ლევან სიხარულიძე  ახალი ამბების სამსახურის ახალმა რედაქტორმა  ნინო ხაჟომიამ ინტერვიუს გაუფრთხილებლად ჩაწერაში დაადანაშაულა. მან საკუთარი პოზიციის  მაუწყებლის ეთერში ღიად დაფიქსირება შემაჯამებელი გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე რეპორტიორ თეონა ხარაბაძეს და ახალი ამბების სამსახურის უფროსს ტექსტური შეტყობინებით სთხოვა, რაც რედაქციის გადაწყვეტილებით  დაკმაყოფილდა.

ნინო ხაჟომიამ  ეჭვქვეშ დააყენა ჟურნალისტის და ოპერატორის პროფესიონალიზმი. მიგვაჩნია, რომ ინტერვიუ ჩაწერილი იყო ჟურნალისტური სტანდარტების და ეთიკის დაცვით, რასაც ადასტურებს  ნინო ხაჟომიას განცხადება კი შეურაცხმყოფელია ახალი ამბების გუნდისთვის.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ინტერვიუს სრული ვერსია დევს ჩვენს ვებგვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ ნინო ხაჟომიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მაყურებელს შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიში მოუხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი