• შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ჭარაკში შეჯიბრება დაიწყო, ტურნირში უნივერსტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული.შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით იმართება და ხვალ დასრულდება. ტურნირის ორგანიზატორი ბსუს-კულტურის და სპორტის დეპარტამენტი და აჭარის ჭადრაკის ფედერაციაა.ორგანიზატორები სამომავლოდ შეჯიბრების მასშტაბების გაზრდას გეგმავენ.
• ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 29-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს 62-ე ჩოგანი, ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი 3 სეტში დაამარცხა. ნიკოლოზი ამ მოგებით შეჯიბრების მერვედფინალში გავიდა, სადაც გერმანელ შტრუფს დაუპირისპირდება. დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ევრომდეა. ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე გასულ წელსაც ითამაშა, სპორტსმენმა მეოთხედფინალამდე მისვლა და 90 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეძლო.
• გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტს” უმასპინძლა და დიდი სხვაობით ანგარიშით 119:80 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 5 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. ინდიანა ენბიეის აღმოსვლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. პეისერსი შემდეგ შეხვედრას 28 თებერვალს საკუთარ კედლებში „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.