ბათუმში პარკირების საფასური გაიზარდა. ყველაზე მეტად ფასი დღიურ პარკირებაზე გაიზარდა 1 ლარიდან ათ ლარამდე. ორჯერ გაიზარდა ერთკვირიანი პაკეტი, წლიური გადასახადი კი 20 ლარითაა გაზრდილი. მერიაში გადაწყვეტილების მოტივად ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის გამო გაწეული ხარჯების გაზრდას ასახელებენ. ტარიფის ზრდას საკრებულოს 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ოპოზიცია.
სხდომაზე დაისვა შეკითხვები ჯარიმების ამოღების მექანიზმის ეფექტურობაზე. დღეს დამტკიცდა არასწორი პარკირების დროს საჯარიმო სადგომზე გადაყვანის საფასურიც. 50-დან 150 ლარამდე გაიზარდა კერძო პარკირების მოწყობისთვის კვადრატული მეტრის საიჯარო ფასი.