მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ახალი ამბების რედაქტორად ნინო ხაჟომია დაინიშნა

24 თებერვალი 2020, 18:32 2593 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციაზე ნინო ხაჟომია დაინიშნა. ბრძანება უკვე დაწერილია. ხაჟომია სავარაუდოდ, მაია მერკვილაძის პოზიციასაც დაიკავებს, რომელიც აქამდე 20:00 საათიანი, მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი იყო. 

ნინო ხაჟომიას აყვანის შესახებ გადაწყვეტილება დირექტორმა ისე მიიღო, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი საქმის კურსში არ იყო, შორენა ღლონტთან  არც კონსულტაციები ყოფილა და მისთვის სიახლის შესახებ ინფორმაციაც არ მიუწოდებიათ. 

გიორგი კოხრეიძის თქმით, სწორედ შორენა ღლონტის გადასაწყვეტია ჩაანაცვლებს თუ არა მაია მერკვილაძეს, რვასაათიანი გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე ნინო ხაჟომია. დირექტორის განმარტებით, ის ასევე იმუშავეს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით. 

რაც შეეხება მაია მერკვილაძეს, ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, აღნიშნული თანამდებობა კი, მრჩეველთა საბჭოს მხარდაჭერით რამდენიმე დღის წინ გაუქმდა. დირექტორმა დღეს მმართველთა საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ მაია მერკვილაძეს თოქ-შოუს გაკეთებას სთავაზობს, რომლის პროდიუსერი და მთავარი რედაქტორი იქნება, ის კვირაში ხუთჯერ გავა ეთერში. არის კიდევ ერთი შეთავაზება, რომელიც უკვე რადიოს უკავშირდება. 

მაია მერკვილაძე კი ამბობს, რომ დირექტორმა ის ახალ ამბებს ჩამოაშორა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში