უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათი ჩაინიშნა

24 თებერვალი 2020, 14:21 1047 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო მინისტრის საათის ფორმატში მინისტრებს ეტაპობრივად მოუსმენს - აღნიშნულის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრეს. განმარტეს, რომ პირველად ჯანდაცვის მინისტრს მოუწევს წარდგენა პლენარულ სხდომაზე, რომელიც 3 მარტს ახალ სასესიო დარბაზში გაიმართება.  

ამასთან სესიაზე იმსჯელებენ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის  შესახებ. დღესვე ფრაქცია ქართული ოცნება - აჭარას თავმჯდომარის დავით ბაციკაძის მიმდინარე წლის 10-15 თებერვალს საფრანგეთში მივლინების შესახებ ანგარიში  მოისმინეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი