ვანო მერაბიშვილი მძიმე წარსულით და ბუნდოვანი მომავლით

23 თებერვალი 2020, 20:20 2081 ნახვა

2 გვამიდან დიდ პოლიტიკამდე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი ციხიდან პოლიტიკაში ინაცვლებს. ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას განსხვავებული რეაქციით ხვდებიან.

მას ჯერ არ დაუკონკრეტებია ციხეში ყოფნის პერიოდში ორად გაყოფილ პარტიაში გადანაწილებული მეგობრებიდან ვისთან ბრუნდება, თუმცა პოლიტიკურ არენაზე უკვე მსჯელობენ მერაბიშვილის ფაქტორი ოპოზიციას გააძლიერებს თუ დაასუსტებს. ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატიმრო  6 წლისა  და 9-თვის შემდეგ,  20 თებერვალს დატოვა.

იგი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს და ხუთ საქმეზე იყო მსჯავრდებული, მათ შორის, ყველაზე მაღალი სასჯელი პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ჰქონდა მისჯილი.  მას თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე, 26 მაისის მიტინგის დარბევის და სხვა საქმეებზე. ყოფილი მინისტრი მძიმე წარსულით და ბუნდოვანი მომავლით 2020-ის არჩევნების მოლოდინში.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში