„დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“- ასე უპასუხა პრემიერმა სამთავრობო ცვლილებებზე დასმულ შეკითხვას. გიორგი გახარიას მედიასთან საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს და მის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სახელდება.