პეტრე ზამბახიძე ბათუმის მერიას ადანაშაულებს

20 სექტემბერი 2016, 00:00 3887 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე მერიას პირად სივრცეში შეჭრასა და წინასაარჩევნოდ ირიბ რეკლამაში ადანაშაულებს. მისი თქმით ბოლო რამდენიმე დღეა მოსახლეობას ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი აცხადებს, რომ ეს მუნიციპალური ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და წინასაარჩევნო პროცესში უხეში ჩარევაა, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა აპირებს უწყებათაშორის კომისიას მიმართოს. ამ დროისთვის მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში