მრჩევლების გადაწყვეტილება და მაუწყებლის მომავალი

22 თებერვალი 2020, 20:37 2041 ნახვა

დირექტორის მოადგილის ხმაურიან არჩევას მაუწყებლის სამსახურების უფროსების მოადგილეებისთვის თანამდებობების ხმაურიანი გაუქმება უძღოდა წინ. 3 ხმით ორის წინააღმდეგ პოზიციები დაატოვებინეს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე - მაია მერკვილაძეს, საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ასევე - საორგანიზაციო   მიმართულებით ბესო დუმბაძეს და  ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილე - მაია შაშიკაძეს.

გაუქმდა მოადგილეების ვაკანტური თანამდებობებიც. გადაწყვეტილების მიზნობრიობაზე და მართებულობაზე დირექტორს არავისთან უმსჯელია, არ მოუსმენია იმ ადამიანების მოსაზრებები, ვისაც ეს უშუალოდ შეეხო და არც ამ სამსახურებში დასაქმებულებისთვის უკითხავს აზრი. გიორგი კოხრეიძის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას 3 მომხრე ჰყავდა. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა მათივე კოლეგის - გია ქარცივაძის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საშტატო ცვლილებებს მაუწყებლის მხოლოდ დასუსტება შეეძლო. საინტერესო იყო ის პროცესებიც, რაც მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დარბაზში და დარბაზს გარეთ ვითარდებოდა.

დირექტორის იდეის მომხრეები აქტიურად მონაწილეობდნენ ალტერნატიული პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის ხმის ჩახშობასა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციის გაძლიერებაში. დაძაბული ვითარება იყო შენობის გარეთაც. აქ ოცნების ქალაქის მცხოვრებთა ის მცირე ნაწილი შეიკრიბა, ვინც მაუწყებელს იმის გამო საყვედურობდა, რომ რეგიონის პირველი პირისთვის მადლობის გადახდის საშუალება არ მიეცა. უმრავლესობამ არ იცოდა რა საკითხს განიხილავდა მრჩეველთა საბჭო და რატომ წუხდა სარედაქციო პოლიტიკაზე ჟურნალისტების დიდი ნაწილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი