კურორტ გოდერძიზე თხილამურებით სრიალში აჭარის პირველობა გაიმართა. ერთმანეთს ხულოსა და შუახევიდან 60-მდე სპორტსმენი შეეჯიბრა. სპორტსკოლის აღსაზრდელები შეჯიბრებაში ყოველწლიურად მონაწილეობენ.
პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასული მოთხილამურეები მედლებით, თასებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები საქართველოს თასის მეორე ეტაპის შეჯიბრში ჩაერთვებიან , რომელიც გუდაურში გაიმართება