საქართველოს ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა

22 თებერვალი 2020, 16:58 3055 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რაგბი ევროპის ცემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრები 72 ქულიანი სხვაობი 78-6 დაამარცხა.

მე-7 წუთზე ლელო აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა, აბჟანდაძენ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 7 წუთში ვანო კარკაძემ დაუდო მეორე ლელო ბელგიის ნაკრებს , ხოლო აბჟანდაძემ ისევ ზუსტად გარდასახა ბურთი ორ ძელს შუა. საქართველოს ნაკრებმა ისევ გააგრძელა მძლავრი შეტევები და მე-17 წუთზე ლელო ამჯერად სოსო მათიაშვილმა დადო , აბჟანდაძემ კი მესამე გარდასახვა ზუტად შეასრულა და მე-18 წუთისთვის ანგარიში ,,ბორჯღალოსნების’’ სასარგებლოდ 21-0 გახდა.

ბელგიელებმა მხოლოდ მე-20 წუთზე მოახერხეს ჯარიმის გატანა და ანგარიში 3 ქულით შეამცირეს . 26-ე წუთზე ძნელაძემ მიითვალა ლელო, თუმცა თედო აბჟამდაძემ ამჯერად ვერ გაიტანა და ანგარიში 26-3 გახდა.

ტაიმის მიწურულს კი საქართველოს ნაკრები ლელოს ხასტან ახლოს იყო ,როდესაც ბელიელებმა წესები დაარღვიეს და მსაჯმა ,,ბორჟღალოსნებს’’ სრულფასოვანი 7 ქულა ჩაუთვალა. ბელგიელებმა ბოლო წუთზე კი ისევ ჯარიმა გაიტანეს და პირველი ნახევარი ,,ბორჯღალოსნებმა’’ 33-6 მოიგეს.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 3 წუთში ბეგვაძემ შეძლო ლელოს დადება , თედო აბჟნდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მატჩის 52-ე წუთზე ტაბუძაძემ დუბლი გაიფორმა და მეორე ლელო დაუდო ბელგიის ნაკრებს , ამჟანდაძე ამჯერადაც ზუსტი იყო და ანგარიში 47-6 გახდა. 56-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ დაუდო ბელგიის ნაკრებს , ამჟანდაძემ კი ზუსდად შეასრულა გარდასახვა. 63-ე წუთზე კი გიორგი თხილაიშვილი გახდა ლელოს ავტორი , თედო ამჯერადაც ზუსტი იყო გარდასახვის მომენტში. 69-ე წუთზე ამჯერად დუბლი ძმელაძემ გაიფორმა .75-ე წუთზე კი აკაკი ტაბუცაძემ შეხვედრაში მესამე ლელო დადო ბელგიელებს , ხოლო აბჟანდაძის ზუსტად ატანილი გარდასახვის შემდეგ ანგარიში 71-6 გახდა.

მატჩის ბოლო წუთზე აკაკი ტაბუცაძემ რიგით მეოთხედ მოახერხა ბელგიელთა ხაზზე ლელოს დადება ,ხოლო აბძანდაძემ ზუსტად შეასრულა გარდასხვა და საბოლოო ანგარიშიც 78-6 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამ გამარჯვებით ბონუს ქულა მიიღო და სატურნიტო ცხრილში 14 ქულით მიუწვდმომელია მეტოქეებისთვის. შემდეგ შეხვედრას ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი 7 მარტს საფრანგეთში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი