2 წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

22 თებერვალი 2020, 15:30 1362 ნახვა

„გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება“ - ასე დღეს, არჩილ ტატუნაშვილზე საუბრობენ. ოკუპანტების მიერ მისი მკვლელობიდან  2 წელი გავიდა. სოფელ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

დაღუპულის მამისთვის აუტანელია ის, რომ დამნაშავეები დასჯილი არ არიან. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. 

ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი