ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
ექიმების ინფორმაციით, სასტუმროში მოთავსებულებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი.