თუ დაახლოებით ათ დღეში საბოლოოდ არ გაირკვევა - დაბრუნდება თუ არა ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ოქტომბერში არჩევნები არსებული საარჩევნო მოდელით ჩატარდება. ეს მმართველი გუნდის პოზიციაა. გაერთიანებული ოპოზიცია კი გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ცალსახად აცხადებს, რომ არცერთ შემთხვევაში მეხუთე რაუნდს არ დაუბრუნდება. „ქართული ოცნება“ კი ისევ 100/50 მოდელზე საუბრობს.
დღეს არშემდგარი მოლაპარაკების პარალლეურად განიხილებოდა ოპოზიციის მაგიდასთან ვანო მერაბიშვილის შესაძლო ადგილი. ზოგიერთ პარტიაში ამას კატეგორიულად გამორიცხავენ, ზოგი კი ელოდება რას გადაწყვეტს თავად ყოფილი პრემიერი, რომელმაც ციხე ახლახანს დატოვა.