„ბათუმი რივიერას“ პროექტზე საჯარო მსჯელობა არ შედგა

21 თებერვალი 2020, 14:41 2012 ნახვა

„ბათუმი რივიერას“ პროექტზე საკრებულოს დარბაზში საჯარო მსჯელობა არ შედგა. საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“ დღეს საკრებულოს დარბაზში არ შეუშვეს, მიზეზად კომიტეტის სხდომა დასახელდა, რომელიც, რეალურად არ ჩატარებულა. საჯარო განხილვის ორგანიზატორები  საკრებულოს დარბაზში ძალის გამოყენებით შესვლას აპირებდნენ, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ისინი სულიკო თებიძესთან შეხვედრაზე მიიწვიეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ  საკრებულოს მიერ გაგზავნილი წერილი მოძრაობის წევრების მოთხოვნებს აცდენილი იყო, ეს კი გაუგებრობით ახსნა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებულ პირებს საკრებულოს დარბაზის გამოყენება ნებისმიერ დროს შეეძლებათ თუ  იქ სხვა ღონისძიებები არ იქნება დაგეგმილი. საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“ ბათუმის კონცხზე ცათამბჯენების მშნებლობის შესაჩერებლად შეიქმნა.

მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ბათუმი რივიერას“ პროექტი ბათუმის ისტორიულ  იერსახეს შეცვლის და ქალაქს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს. 

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში