საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ მოვლენებს კრიტიკულად აფასებს მედიის ინსტიტუტი. განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაცია აკვირდება მოვლენებს და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, არ ჩაერიონ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში. მით უფრო, რომ კრიტიკული მედიის არსებობა წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ტელევიზიის დირექტორის გეგმა სამართლიანად აღიქმება როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - აღნიშნულია განმცხადებაში.