გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება, ეს განცხადება გააკეთა გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა. ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებს მიმართა, თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, ქვეყანაში პოლიციელების ღირსების აღსადგენად.
მერაბიშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე - პროცესი მას ვერ გატეხს. თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ მერაბიშვილმა ციხე ორი საათის წინ დატოვა, სასჯელს რამდენიმე საქმეზე მოიხადა, კერძოდ, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.