საკურას ნერგები დედაქალაქს საჩუქრად იაპონიის საელჩომ გადასცა. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, საკურას ხეივნის გაშენების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურას ხე-მცენარე დაირგო.
ფოტო: თბილისის მერია
საკურა ეს არის დეკორატიული ალუბლის ხე. იაპონიაში ის სილამაზის სიმბოლოდ ითვლება, მოსახლეობა დიდი აღტაცებით ელოდება საკურას ყვავილობას, რომელსაც 27 მარტს აღნიშნავენ. იგი ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა.
საკურა იაპონელებისთვის მნიშველოვანი მცენარეა, მისი ყვავილი მონეტაზეც არის გამოსახული.