შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში წინასწარ განზრახვით 38 პირი მოკლეს.
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა კი 39 ჯერ ჩაიდინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 1838 შემთხვევაში დაიწყო, რაც 2018 წლის მონაცემებს 175-ით აღემატება.
მკვლელობის მცდელობას ადგილი 81-ჯერ ჰქონდა, აქედან 64 საქმეა გახსნილი.
2019 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაული 2352-ჯერ ჩაიდინეს, რაც 2018 წლის მონაცემებს 200-ით აღემატება.