ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირები დიდი ზომის ინსტიტუციებში არ უნდა ცხოვრობდნენ - სახალხო დამცველი

19 თებერვალი 2020, 17:01 1613 ნახვა

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა დიდი ზომის ინსტიტუციებში არ უნდა ცხოვრობდნენ, რადგან ეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

ნინო ლომჯარია დღეს ბათუმში იმყოფებოდა, სადაც ბათუმის ფსიქიატრიული დაწესებულების ბაზაზე გახსნილი მრავალპროფილური კლინიკა მოინახულა.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების საცხოვრებელი და სამკურნალო ტერიტორიები, მოსასვენებელი სივრცეები, გარე ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესშია; შეხვდა და ესაუბრა დაწესებულების თანამშრომლებსა და პაციენტებს.

კლინიკაში, სადაც 150-მდე პირია მოთავსებული, მუშაობს როგორც მწვავე ასევე გერიატრიული განყოფილებები.

''სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა ცენტრის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარება და შესრულება. კერძოდ, ფსიქიატრიულ განყოფილებაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, საცხოვრებელი და თერაპიული გარემოს მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა, კვლავ ხაზს უსვამს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარების და თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარების აუცილებლობას'' - წერია სახალხო დამცველი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი