პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, პერფომანსი და საბჭოთა კავშირის ჰიმნი პარლამენტში 

18 თებერვალი 2020, 20:08 1492 ნახვა

ირაკლი შოთაძე ღირსეული პროფესიონალია - ფიქრობს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი გახარია, მთავრობის წევრებთან ერთად დღეს არჩილ თალაკვაძის წლიურ ანგარიშს დაესწრო, შენობაში შესვლა კი შეძახილების ფონზე მოუხდა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მას ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციამ დარბაზში საბჭოთა ჰიმნი ჩაურთო. განაცხადეს, რომ ეს სხდომათა დარბაზში მარტო დარჩენილი მმართველი გუნდის სიმბოლოა. ამის გამო „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტები რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ანგარიშისას თალაკვაძეს რუსეთიდან მოწვეულ გავრილოვზე და იმ ღამეზე არ საუბარია, ისაუბრა დაპირებაზე და პროპორციულის ჩაგდებაზე, მაგრამ მხოლოდ დადებით კონტექსტში.  

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში