პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, შოთაძის გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო. არჩილ თალაკვაძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის მიერ გახსნილ საქმეებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო. მამუკა მდინარაძე შოთაძის მიერ გახსნილ იმ საქმეებზე საუბრობს, რომელსაც კითხვის ნიშნები არ მოჰყოლია. ასახელებს საკაშვილი - გირგვლიანის საქმეს, გელაშვილის საქმეს და ირწმუნება, რომ ის ღირსეულად გადადგა, მაშინ, როდესაც მის მიმართ კითხვის ნიშანი დაისვა.