იურიდიულმა კომიტეტმა ირაკლის შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

17 თებერვალი 2020, 21:31 1208 ნახვა

იურიდიულმა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფარული კენჭისყრით დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე შოთაძემ რვა დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

სხდომას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

პარლამენტმა შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უნდა უყაროს კენჭი,რომელიც შესაძლოა მიმდინარე კვირაში ჩაინიშნოს. მას თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით აირჩევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი